ორგანიზმისთვის სასარგებლო დიეტა
დიეტა-ბერძნული სიტყვაა და ადამიანის კვების გარკვეული რეჟიმს ნიშნავს. ადამიანი მაშინ მიმართავს დიეტას, როცა აქვს ჭარბი წონა ან სიმსუქნე. ექიმის გარეშე დიეტის დაცვა სასურველი არ არის. ფორმაში რომ იყოთ, დაიცავით შემდეგი წესები:
...
* მეტი იმოძრავეთ – როდესაც თავისუფალი წუთები გექნებათ, თქვენს სასიკეთოდ გამოიყენეთ: რამდენიმე მარტივი სავარჯიშო გააკეთეთ, იხ¬ტუნავეთ სახტუნაოთი ან იცეკვეთ. იყოლიეთ ძაღლი. თუ ძაღლთან ერთად 15 წუთს გაისეირნებთ, 60 კალორია ისე გაქრება, ვითომ არც ყოფილა.
* მიირთვით ხშირად და ცოტ-ცოტა – ასე აარიდებთ თავს ზედმეტ კილოგრამებს.
* შეამცირეთ ცხიმები – დღის განმავლობაში ქალმა, საშუალოდ, 75 გრამზე მეტი ცხიმი არ უნდა მიიღოს. ამიტომ ქათამსა და ხორცს ცხიმი მოაშორეთ და ისე მიირთვით. იოგურტიც კი უცხიმო ჭამეთ.
* წაიხემსეთ – ზოგიერთს მიაჩნია, რომ დღის განმავლობაში გაჩენილ შიმშილის გრძნობას ყურადღება არ უნდა მიაქციოს. არ დაიჯეროთ! ამ დროს ორგანიზმი დაცვის რეჟიმზე გადადის და ენერგიას ინახავს ანუ ცხიმს აგროვებს. თუ მოგშივდებათ, რომელიმე ხილი მიირთვით, ოღონდ სადილამდე ორი საათით ადრე ან სადილობიდან ერთი საათის შემდეგ.
* ზომიერებას ნუ დაივიწყებთ – ჭამის დროს ბევრ წყალს ნუ დალევთ.
* იკვებეთ მრავალფეროვნად – ყოველდღიურ მენიუში ჩართეთ ცილები, ცხიმები და ნახ¬შირწყლები. დღეს ქათამი მოამზადეთ, ხვალ – თევზი, ზეგ – ხბოს ხორცი, მერე ფაფის დღე გამოაცხადეთ ან მხოლოდ ბოსტნეული მიირთვით.
* შეაფასეთ საკვების გემო – ისწავლეთ საკვებით ტკბობა. კარგად დაღეჭეთ თითოეული ლუკმა.
უარი უნდა თქვათ „ცარიელ“ კალორიებზე. ალკოჰოლსა და ტკბილეულში დიდი რაოდენობით ცხიმები და შაქარია, თუმცა ბევრ მინერალურ ნივთიერებას შეიცავს.