მკურნალი ყავა
ყავის მასტიმულირებელ თვისებებზე დღეს ბევრს საუბრობენ. ის სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა. არსებობს სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატი, რომლებიც დამზადებულია კოფეინის დამატებით და ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმის ზოგიერთ ფუნქციას.
ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეში 2 ან 3 ფინჯან ყავაზე მეტს მიირთმევენ, ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნის ალბათობა უფრო ნაკლები აქვთ, ვიდრე მათ, ვინც საერთოდ არ მიირთმევს მას. მეცნიერთა აზრით, საქმე ის არის, რომ კოფეინი ხელს უშლის ქოლესტერინული ნალექის წარმოქმნას. კოფეინი დადებითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. კერძოდ, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. დამტკიცებულია, რომ 1-2 ფინჯანი ყავა, ასევე, გვეხმარება უკეთესად მოვახდინოთ კონცენტრაცია სამუშაოზე.
თუმცა ისე, როგორც ყველაფერმა, ყავის უზომოდ მიღებამ შეიძლება, სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. 250 მლ-ზე მეტი ყავის დალევას შეუძლია, გამოიწვიოს აღგზნება, უძილობა, კუჭ-ნაწლავის აშლილობა, ტაქიკარდია, გულის არითმია და ა. შ. სრულიად საკმარისია დღეში 3 - 5 ფინჯანი ნატურალური ყავა დავლიოთ, რომ ყავას შევეჩვიოთ და როგორც იტყვიან კოფემანები გავხდეთ.
კოფეინი კუჭის წვენის გამოყოფის ძლიერი სტიმულატორია, რაც აუცილებელია საჭმლის მონელების ტრაქტის ნორმალური მუშაობისთვის, მაგრამ კუჭის წყლულის დროს კი მავნებელია მასში შემავალი ნივთიერებების გამო.
ყოველდღიურად მსოფლიოში 1,5 მლრდ ფინჯან ყავას სვამენ. ევროპაში ყველაზე მეეტ ყავას ფინელები და ნორვეგიელები მიირთმევენ.