აუცილებელი ვიტამინები ქალებისთვის
მოწყენილობა, ყურადღების გაფანტულობა, გაღიზიანებულობა, დღისით თვლემა, კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობის გაუარესება ხშირად ვიტამინების ნაკლებობით აიხსნება. როგორ შევავსოთ ეს "ოქროს მარაგი?"
ვიტამინი A განსაზღვრავს მხედველობის სიმახვილესა და კანის მდგომარეობას.
ნატურალური წყაროები: ღვიძლი, რძე, კვერცხი, ყვითელი და წითელი ბოსტნეული, ხილი.
ნაკლებობა იწვევს კანის ქავილს, ღრძილების ანთებას, მხედველობის სიმახვილის დაქვეითებას, ნერვული სისტემის დაავადებებს.
ვიტამინი B1 დაგიცავთ შეშუპებისა და ცუდი სულიერი განწყობისაგან.
ნატურალური წყაროები: მიუსლი, ბურღულეული, პარკოსნები, თხილეული, უცხიმო ღორის ხორცი.
ნაკლებობა იწვევს კუჭის აშლილობას, გასტრიტის გამწვავებას, დეპრესიას, ყურადღების დაქვეითებას, შეშუპებას.
ვიტამინი B2– ტუჩებისა და ღვიძლის მდგომარეობაზეა პასუხისმგებელი.
ნატურალური წყაროები: ხორცი, თევზი, წიწიბურისა და შვრიის ბურღული. რიბოფლავინით განსაკუთრებით მდიდარია მუქი მწვანე ბოსტნეული (ისპანახი, ბროკოლი).
ნაკლებობა იწვევს ყურადღების დაქვეითებას, იმუნიტეტის დასუსტებას, ნივთიერებათა ცვლის მოშლას.
ვიტამინი C ჰორმონების სინთეზში მონაწილეობს და ახალგაზრდობის შენარჩუნებას ეხმარება.
ნატურალური წყაროები: ქორფა ხილი, კენკრა და ბოსტნეული. C ვიტამინის ნამდვილი ჭაა ასკილი, შავი მოცხარი, ქაცვი, ფორთოხალი, მანდარინი, გრეიპფრუტი, ლიმონი, მარწყვი, მწვანე ხახვი.
ნაკლებობა იწვევს ღრძილების ანთებასა და სისხლდენას, სიარულის დროს ქოშინს, იმუნიტეტის მკვეთრად დაქვეითებას, კუნთების ყრუ ტკივილს, კანის ქავილს.
ვიტამინი E პასუხისმგებელია სახსრებისა და სქესობრივი სფეროს ჯანმრთელობაზე.
ნატურალური წყაროები: მცენარეული ზეთები, თხილეული, ბურღული და მწვანე ბოსტნეული.
ნაკლებობა იწვევს ცხიმების აუთვისებლობას, სისხლნაკლულობას, დაღლასა და კუნთების სისუსტეს. ხშირად მისი ნაკლებობის გამო მენსტრუალური ციკლი ირღვევა.
ვიტამინი H პასუხისმგებელია კანის, თმისა და ფრჩხილების ჯანმრთელობაზე.
ნატურალური წყაროები: ღვიძლი, კვერცხის გული, თხილეული, საფუარი.
ნაკლებობა იწვევს მადის დაკარგვას, ღებინებას, კუჭის აშლილობას, დეპრესიას, თვლემას, კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობის გაუარესებას.