იოგურტი – სასარგებლო პროდუქტი

იოგურტი არის ცოცხალი პროდუქტი, რომელიც მზადდება რძისგან,  აქვს  ცილის, კალციუმის და ვიტამინების ძალიან მაღალი შემცველობა. იოგურტი არის კალციუმის წყარო, მასში შემავალი მინერალები ამცირებს ნაწლავის კიბოთი დაავადების რისკს. იოგურტი ასევე არის  თქვენი იმუნური სისტემის მშენებელი.

იოგურტი ასევე შეგიძლია  აქტიურად გამოიყენო დიეტებში, რადგან დაბალკალორიული პროდუქტიაგარდა ამისა, მას შეუძლია ქოლეტერინის დონის შემცირება.  განსაკუთრებით სასარგებლოა ბერძნული რეცეპტით დამზადებული იოგურტი.

იოგურტი, კვებითი მიზნების  გარდა, ასევე შეგიძლია გამოიყენო კოსმეტოლოგიაში და გაიკეთო იოგურტის სახის ნიღბები. მიაქციე ყურადღება იმას, რომ იოგურტი იყოს ნატურალური რძისაგან დამზადებული და არ შეიცავდეს კონსერვატებს და ქიმიკატებს.

როგორც წესი ნატურალურ იოგურტს უნდა ჰქონდეს წარწერაცოცხალი”,  ხოლო მის ინგრედიენტებში უნდა იყოს დასახელებული იოგურტისთვის აუცილებელი ბაქტერიები. ჩვენს ბაზარზე არსებული იოგურტების საკმაოდ დიდი წილი იმპორტულია, რომელთა უმეტესობა თერმულად არის დამუშავებული (პასტერიზებული), ანუ არ შეიცავს ცოცხალ რძემჟავა ბაქტერიებს. შესაბამისად, ასეთი იოგურტები მხოლოდ გემრიელი დესერტია და ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას არ ახდენს.