თმის მოვლა – მარტივი რჩევები
მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიწოდებას და სასარგებლო ნივთიერებების შეწოვას თავის კანში ნიღბებიდან. ამის გარდა ეს ძალიან სასიამოვნო პროცედურაა. იმისათვის, რომ თქვენი თმები მოვლილად გამოიყურებოდნენ საჭიროა კარგი სავარცხლის შერჩევა, აგრეთვე მნიშვნელოვანია იცოდეთ სწორ თმების დავარცხნა.

უკეთესია, თუ თმის დასავარცხნად გამოიყენებთ ნატურალური ხის სავარცხელს ან ჯაგრისს. თმის ვარცხნა ძირებიდან დაიწყეთ. არასოდეს დაივარცხნოთ სველი თმა, ოდნავ მაინც შეიშრეთ. გრძელი თმა ჯერ ხელის თითებით გააცალკევეთ, რამდენადაც შესაძლებელია, და მერეღა დაიწყეთ ჯაგრისით ან სავარცხლით ვარცხნა. ბევრი ქალი დაბანის დროს ივარცხნის თმას, ეს კი დაუშვებელია, რადგან ამ დროს თმის ძირები გაფართოებულია და თმა ცვივა.

- ჩამოივარცხნეთ თმები ერთი მოძრაობით, თმის ბოლქვებიდან ძირებამდე. ესე ცხიმი, რომელიც ძირებთან წარმოიქმნება თანაბრად გადანაწილდება მთელ სიგრძეზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ გრძელი თმები გაქვთ, რადგან გრძელი თმის ბოლოები იოლად შრება და იყოფა. დაიბანეთთმასწორადჩვეულებრივ, ნორმალურ თმას იბანენ 3-4 დღეში ერთხელ, მშრალს - უფრო იშვიათად, 6-7 დღეში ერთხელ, ცხიმიანი თმა კი შეიძლება ორ დღეში ერთხელ დავიბანოთ, ოღონდ სპეციალური შამპუნით. თმის დაბანა არ შეიძლება ცხელი წყლით, მაგრამ ცივი წყალიც უნდა ავიცილოთ თავიდან. თმის დაბანისას წყალი უნდა იყოს ნელ-თბილი და არ უნდა გამოიწვიოს დისკომფორტი.

თავის მასაჟიმასაჟი განსაკუთრებით აუცილებელია თუ თმების ცვენა გაწუხებთ. ამის გარდა თავის მასაჟი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ამშვიდებს და ხსნის სტრესს. მასაჟის გაკეთება სასურველია ყოველი თავის დაბანვის შემდეგ ან თავისუფალ დროს. დაიწყეთ მასაჟი როდესაც თმები გამშრალია, მაგრამ ოდნავ ნოტიო. მასაჟი შუბლიდან დაიწყეთ, გადადით საფეთქლებზე და ყურების უკან. თმიან საფარზე მასაჟი ნელა და რიტმულად კეთდება. მოძრაობა ნაზი და დამამშვიდებელი უნდა იყოს. მასაჟი ზევიდან ქვევით კეთდება და რადიალურად ყველა მხარეს.

შამპუნის შეძენისას გაითვალისწინეთ თავის კანის მდგომარეობა. მაგალითად თუ თმა მშრალია მაგრამ კანი მალე ცხიმიანი ხდება-შამპუნი ცხიმიანი თმებისთვის შეიძინეთ.