შოკოლადი

შოკოლადს ბევრ სასარგებლო თვისებებს მიაწერენ. იგი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, ასევე ტვინის კარგი სტიმულატორია. შოკოლადის მოხმარება ამცირებს ყელთან დაკავშირებულ პრობლემებს და ზოგიერთი სახის სიმსივნის რისკსაც.  ამ ყველა სასარგებლო თვისებას შავი შოკოლადი უკეთ ინარჩუნებს, ვიდრე რძიანი. თუმცა მისი დიდი რაოდენობით მირთმევა, ზოგადად ჯანმრთელობისთვის სასურველი არ არის.

გამოკვლევებმა დაამტკიცა, რომ შოკოლადს სასარგებლო თვისებები აქვს:

ეფექტური სტიმულატორიანახშირწყლები, ეს ნივთიერება გონებრივი სამუშაოსგან გადაღლილს, მეხსიერების გაუმჯობესებასა და ენერგიის მოკრებაში გეხმარებათ. მნიშვნელოვანია კოფეინთან.

დღეში 30-40 გრამი შოკოლადის მიღება სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის.

გემრიელი დესერტი შეიძლება საუკეთესო ანტიდეპრესანტიც იყოს. მეცნიერებმა შოკოლადში აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელიც ტვინის იმავე ნაწილს ააქტიურებს, რომელსაც ნარკოტიკი. ასე რომ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კაკაოს მარცვლებისგან დამზადებული ტკბილეული ორგანიზმზე კოკაინის მსგავსად მოქმედებს და არ გაგიკვირდეთ თუ გუნება-განწყობილებასაც საგრძნობლად აგიმაღლებთ.

მწარე შოკოლადი კარიესისგან დაგიცავთ. მასში შემავალი ნივთიერებები ხელს უშლის პირის ღრუში ბაქტერიების გამრავლებას. ამასთან, კაკაო კბილებს თხელ დამცავ ფენად ედება და ქვების წარმოქმნას აფერხებს.

შავი შოკოლადი უფრო მდიდარია ვიტამინებით, ფოსფორით, რკინით და კალიუმით, ვიდრე ვაშლი, წიწიბურა ან რძის პროდუქტი. შესაბამისად, შოკოლადი დადებითად მოქმედებს მხედველობაზე, ძვლოვანი ქსოვილების განახლებასა და სისხლწარმოქმნის პროცესზეც.

თუ ამ გემრიელობისგან თავის შეკავება ალერგიის გამო გიწევთ, გაცნობებთ, რომ მწარე შოკოლადი მხოლოდ აძლიერებს საკვების ალერგიულ რეაქციებს, თავად კი მას იშვიათად იწვევს.

ასე რომ, მიეცით თავს ჯანმრთელობისგემრიელიშენარჩუნების უფლება