როგორ გამოვიდეთ ნაბახუსევიდან
არ ეცადოთ დილით ნაბახუსევზე ლუდით ან არყით გამოსვლას, რადგან ამ დროს გამოსვლის მაგიერ ისევ თვრებით და უბრუნდებით პირვანდელ მდგომარეობას. ეცადეთ ნაკლები იმოძრაოთ, შეეცადეთ დაიძინოთ და პახმელიის ცოდვები ძილში გამოიყვანოთ, რადგანაც ძილი საუკეთესო ექიმია. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, ეცადეთ გამოიყენოთ ის ხერხები, რაც თქვენ მიგაჩნიათ სწორად და ხშირად მო...
უტანია სიკეთე.
ძველი, მამაპაპების წესი არის კიტრის მწნილის წვენის მიღება, რომელიც სასიამოვნო დასალევია და ამავე დროს, ხელს უწყობს მოაწესრიგოს წყლისა და მარილების დისბალანსი, რომელსაც ადგილი აქვს ორგანიზმში.
დიდი პოპულარობით სარგებლობდა ცხელი სუფებისა და კერძების მიღება თათარიახნის, ხაშის, მჟაუნისა და მაწვნის სუფის სახით, რომელსაც ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია.
პახმელიის დროს რეკომენდებულია ცივი კომპოტებისა და წვენების მიღება, რადგანაც მათში არსებული გლუკოზა, საქაროზა და ფრუქტოზა ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციასა და წესრიგში მოჰყავს ორგანიზმში მჟავიანობა. ამ პრინციპით საუკეთესოა ვაშლისა და ბროწეულის წვენი.
ზოგი სპეციალისტის აზრით, საუკეთესოა პახმელიის სინდრომის მოსახსნელად ნახევარ ლიტრ ცხელ ჩაიში გახსნილი 8-10 სუფრის კოვზი თაფლისა და ერთი ლიმონის წვენის ნაზავი, რაც საკმარისია, რომ კაცმა თვალებში გამოიხედოს.
ზაფხულის დღეებში პახმელიის წამალია ცივი საზამთრო, რომელიც წყლისა და ფრუქტოზის გარდა, დიდი რაოდენობით შეიცავს მაგნიუმს.
რძისა და მაწონის სიკეთე ბევრს თავის თავზე გამოუცდია, რადგან ისინი შეიცავენ ცილებს, რომლებიც ანეიტრალებენ ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომელიც ორგანიზმში გროვდება და მათ შორის, როგორც ზემოთ ვახსენეთ, ძმარმჟავა ალდეჰიდს. ამიტომ არ მიიღოთ მაგარი ჩაი და მაგარი ყავა, რადგანაც იგი გულზე ამაჩქარებლად მოქმედებს და შესაძლოა სავალალო შედეგით დამთავრდეს.
იმისათვის, რომ სუფრაზე თქვენს ყოფნას არ მოჰყვეს უარყოფითი ეფექტი დაიმახსოვრეთ:
თუ წინასწარ იცით, რომ სუფრაზე მოგიწევთ დალევა და ქეიფი დიდხანს გასტანს, რეკომენდებულია 2-3 საათით ადრე მიიღოთ 50 გრ არაყი, რათა ორგანიზმი წინასწარ შეეგუოს იმ დატვირთვას, რომელსაც შემდგომ მიიღებს.
დალევის წინ თუ შეგიძლიათ მიირთვით ცხიმიანი კერძი ან თოხლო კვერცხი, რაც ხელს შეუშლის ალკოჰოლის სწრაფ შეწოვას ორგანიზმის მიერ.
სუფრის დაწყების წინ მიირთვით ფინჯანი ჩაი პიტნით ან ლიმონით.
ალკოჰოლის მიღება სუფრის მიმდინარეობის დროს – სუფრაზე მიირთვით მხოლოდ ერთი სახის სასმელი, სხვადასხვა სასმელს ნუ აურევთ.
თუ ატყობთ, რომ ზომაზე მეტად დათვერით, ცივი ამინდის დროს სწრაფად გარეთ ნუ გახვალთ, რადგან სიმთვრალე კიდევ უფრო მოგეკიდებათ და შეიძლება გრძნობაც დაკარგოთ.
იცოდეთ, რომ ალკოჰოლი გამოდის ორგანიზმიდან სიჩქარით 1 გრ სუფთა ალკოჰოლი 1 კგ სხეულის წონაზე. ეს ნიშნავს, რომ 70 კგ-იანი ადამიანი განთავისუფლდება 50 გრ მიღებული არყისგან დაახლოებით 3,5 საათში.
რჩევები სუფრის დამთავრების შემდგომ – სუფრის დამთავრების შემდგომ სასურველია, მიიღოთ ფინჯანი მაგარი ჩაი პიტნით ან ლიმონით და ყავა ლიმონით.
გამოსაფხიზლებლად რეკომენდებულია ჭიქა ცივი წყალი 20 წვეთი პიტნის ნაყენით, ან ჭიქა ცივ წყალზე 2 წვეთი ნიშადურის სპირტი.
გულისრევის შეგრძნების შემთხვევაში უნდა მიირთვათ ფინჯანი ცხელი ყავა მარილით.