ჟანგბადის ნაკლებობა (ჰიპოქსია) და კანი
ჟანგბადის ნაკლებობა (ჰიპოქსია) 21-ე საუკუნის პრობლემაა და განსაკუთრებით დიდი ქალაქების მცხოვრებნი განიცდიან მას, სადაც ჰაერში დიდი დოზით არის მტვერი და გამონაბოლქვი გაზები.

როდესაც ორგანიზმი ღებულობს არასაკმარის ჟანგბადს, იწყება მისი გადანაწილება ქსოვილებში. პირველი მას ღებულობს გული, ტვინი, თირკმელები, ღვიძლი და მხოლოდ მისი ნარჩენი აღწევს კანამდე. არადა ეს მაშინ, როცა კანი არის ორგანიზმის პირველი ბარიერი და დამცავი მავნე გარემო პირობების ზემოქმედების მიმართ. როცა კანს არ ყოფნის ჟანგბადი, ფერხდება კანის ზედაპირული უჯრედების განახლება, მცირდება ჰიალურონის მჟავას, კოლაგენის და ელასტინის სინთეზი. კანი ხდება უხეში, კარგავს ელასტიურობას და წარმოიქმნება ნაოჭები.

ყოველივე ზემოთქმულის თავიდან ასაცილებლად კი აუცილებელია ხშირად ყოფნა სუფთა ჰაერზე, ქალაქიდან გასვლა და სკვერებში ყოფნა, დახურული სივრცეების ხშირი განიავება და ჟანგბადის შემცველი კოსმეტიკის გამოყენება.