ასკილი და მისი სასარგებლო თვისებები

ასკილი ან ველური ვარდი არის ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელი. იგი არის მარადმწვანე ეკლიანი ბუჩქი, რომელსაც აქვს ლამაზი და სურნელოვანი ყვავილები. ნაყოფი ერთთესლიანი კაკლუჭაა. დამწიფებისას იგი ხდება ხორციანი და ღებულობს ნარინჯისფერს, წითელს ან ზოგჯერ შავ ფერსაც. მისი ბუნებრივი სამშობლო ჩრდილოეთ ნახევარსფეროა. ცნობილია მისი 400-მდე სახეობა. აქედან საქართველოში გვხვდება 25.

ასკილი ადამიანისათვის მეტად სასარგებლო მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს B2, K, P da C ვიტამინებს, უჯრედისს, B-კაროტინს, ფილოქინონს (ვიტამინი K), ბიოფლავონოიდებს (ვიტამინი P), ხოლო თესლი შეიცავს ალფა – ტოკოფეროლს (ვიტამინი E).

ხალხურ მედიცინაში ასკილის წვენს იყენებენ კუჭის, თირკმელების, ღვიძლის და სანაღვლე გზების დაავადებების დროს. ვინაიდან ასკილის ნაყოფში დიდი რაოდენობით არის ასკორბინის მჟავა, იგი ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობის შემცირებას. მასში C ვიტამინი 10-ჯერ მეტია, ვიდრე შავ მოცხარში, 50-ჯერ მეტია ვიდრე ლიმონში და 100-ჯერ მეტია ვიდრე ვაშლში.

ასკილის თესლების ნახარშს სვამენ თირკმელების და შარდის ბუშტის კენჭოვანი და ანთებითი დაავადებების დროს.

მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასკილის ნაყოფის ნახარშს ან ნაყენის გამოყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ შეიძლება თრომბოფლებიტების დროს.

ასკილის ნაყოფის ნაყენის მოსამზადებლად 1ს/კ (20გ) დაქუცმაცებული ნაყოფი უნდა მოვათავსოთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დავასხათ 2ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დავახუროთ თავზე, ჩავდგათ მდუღარე წყლის აბაზანაში 15წთ. შემდეგ გადმოვიღოთ და გავაჩეროთ 24სთ. შემდეგ გავწუროთ და დავლიოთ 1/4 - 1/2  ჭიქა 2-ჯერ დღეში.

ხალხური სიბრძნის თანახმად, ასკილი მისი სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე „7 ექიმს“ უდრის.

ასკილის ნაყენი და ჩაი სასარგებლოა სრულიად ჯანმრთელი ადამიანისათვის, რაგდან ის მატებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციური დაავადებების მიმართ, რაც განსაკუთრებით აქტუალურია შემოდგომა ზამთრის პერიოდში.