ჰიპერტონული დაავადების მქონე პაციენტთათვის

ჰიპერტონული დაავადების მქონე პაციენტთათვის ნებადართულია შემდეგი პროდუქტები და კერძები:

პურიდა ცომეული - ჭვავის პური, უხეშად დაფქვილი ფქვილით გამომცხვარი პური.

წვნიანები -  მიირთვით, ძირითადად, ვეგეტარიანული, ბოსტნეულის, ბურღულეულის და რძის პროდუქტებისაგან დამზადებული წვნიანი.

ხორცი  -  რეკომენდებულია საქონლის, ხბოს, ბატკნის, ღორის, ქათმის, ინდაურის უცხიმო ხორცი, მოხარშული, ან ჰაერღუმელში უცხიმოდ მომზადებული.

თევზეული  - ყველა სახის თეთრი, უცხიმო თევზი.

კვერცხი  -  მიირთვ დღეში მხოლოდ 1 კვერცხი, ნებისმიერი სახით.

ბოსტნეული და მწვანილი  -  სხვადასხვა სახის ბოსტნეული ნებადართულია აგრეთვე ხახვი, ნიორი, კამა, ოხრახუში. შეზღუდეთ კიტრი, დამჟავებული კიტრი, ლობიო, ბარდა, მუხუდო, თალგამი, ბოლოკი, მჟაუნა, სოკო, ისპანახი.

ხილი და ხილისწვენები  - მიირთვით ნებისმიერი ხილი. შეზღუდეთ ყურძნის და მისი წვენის მიღება.

ბურღულეული და მაკარონის ნაწარმი  - რეკომენდებულია ქერის ("ჰერკულესის"), წიწიბურას, ბრინჯის, მაკარონის და ვერმიშელის ფაფები და პუდინგები.

რძედა რძის პროდუქტები  - უცხიმო ნატურალური რძე, ხაჭო, კეფირი, მაწონი, უმარილო ყველი. შეზღუდეთ არაჟანი, ნაღები, ნაყინი

ცხიმები  -  რეკომენდებულია ძირითადად მცენარეული წარმოშობის ცხიმები (30 . დღეში). ნებადართულია კარაქი, ან ერბო დღეში მხოლოდ 20 .

ტკბილეული  - ნებადართულია შაქარი (50 . დღეში), თაფლი, მურაბა, ჯემი შაქრის მაგივრად.

სასმელები- ნებადართულია სუსტი ჩაი, ჩაი რძით, ყავა, ხილის და ბოსტნეულის წვენები. განსაკუთრებით რეკომენდებულია ასკილის ნაყენი, მინერალური უგაზო სასმელები ექიმის რჩევით.