როგორ გავუფრთხილდეთ გულს?
ინფარქტის რისკის მინიმუმამდე დასაყვანად აუცილებელია:

1. არ მოსწიოთ; თუ ეწევით, მიატოვოთ;

2. თავი დაიზღვიოთ ყოფითი ინტოქსიკაციებისგან - უარი თქვათ ნარკოტიკული ნივთიერებებისა და ფსიქოსტიმულატორების გამოყენებაზე, თუ საამისოდ არ გაქვთ სამედიცინო ჩვენება;

3. თავი არიდოთ ალკოჰოლის ჭარბ გამოყენებას;

4. მიიღოთ ჯანსაღი საკვები, აკონტროლოთ მისი შედგენილობა და კალორიულობა;

5. მიირთვათ რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული;

6. დღეში 30 წუთი დაუთმოთ ზომიერ, საშუალო ინტენსივობის ფიზიკურ დატვირთვას, მაგალითად, ფეხით სიარულს, ძუნძულს, ცურვას;

7. გამუდმებით აკონტროლოთ წონა;

8. გამუდმებით აკონტროლოთ არტერიული წნევა - ის არ უნდა აღემატებოდეს 140/90-;

9. სისხლში ქოლესტერინის დონემ არ გადააჭარბოს 5 მმოლ/-;

10. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დონემ არ გადააჭარბოს 3-3,5 მმოლ/-;

11. უზმოზე სისხლში გლუკოზის დონემ არ გადააჭარბოს 6 მმოლ/-.