ფეიხოა – ერთადერთი მცენარეა, რომელიც იოდის შემცველობით
უტოლდება ზღვის პროდუქტებს, ამასთან მას კარგად ითვისებს ორგანიზმი.იგი აგრეთვე შეიცავს
C ვიტამინს, ორგანულ მჟავებს და ეთერზეთებს. ფეიხოას ნაყოფი სასარგებლოა
მათთვის, ვისაც აწუხებს ათეროსკლეროზი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და იგი შეუცვლელია
გრიპის და გაციების დროს, რადგანაც ამაღლებს იმუნიტეტს. დიდი რაოდენობით ვაშლის მჟავა,
რომელსაც შეიცავს ის, ეხმარება საჭმლის მონელებას და ამცირებს წყურვილის გრძნობას,
ხოლო პექტინებს გამოყავთ ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებები და ამაგრებენ სისხლძარღვთა
კედლებს. განსაკუთრებით სასარგებლოა ფეიხოა ვენების ვარიკოზული დაავადების დროს.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ქრონიკული გასტრიტის,
ენტერიტის, კოლიტის, პიელონეფრიტის დროს რეკომენდირებული დღეში სამი ახალი ფეიხოას
ჭამა. პოდაგრის და ქრონიკული შეკრულობის დროს ფეიხოა ხანგრძლივი დროით უნდა ჩაირთოს
რაციონში. ათეროსკლეროზის შემთხვევაში კი რეკომენდირებულია თაფლიანი ფეიხოას ჭამა საუზმემდე
და ძილის წინ. ზამთარში შეიძლება მურაბის სახით ან ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული
შაქრიანი ფეიხოა მიირთვათ.