



კომბოსტო – ფოთლოვანი კომბოსტო და ბროკოლი შეიცავს დიდი რაოდენობით ლუთეინს და ზეაკსანტინს, რომელსაც ორგანიზმი თვითონ ვერ გამოიმუშავებს, მაგრამ აუცილებელია მხედველობის სიმკვეთრისათვის. ეს ოქსიდინტები იცავენ თვალს კატარაქტისა და ასაკობრივი დეგენერაციისაგან.
წითელი ლობიო – ლობიოში დიდი რაოდენობით არის ცინკი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მხედველობისათვის. გარდა ამისა ლობიო ხელს უწყობს ვიტამინ A–ს მოხვდეს ღვიძლიდან თვალის გარსში მელანინის გამოსამუშავებლად, რომელიც იცავს თვალს ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან. საკმარისი რაოდენობის ცინკი ეხმარება თვალს სიბნელეში ხედვაში და იცავს მას კატარაქტისაგან.
მოცვი – მოცვი შექმნილია მხედველობის შესანარჩუნებლად. მასში არის ანტოციანი, რომელიც იცავს კაპილარებს, ააქტივებს ნივთიერებათა ცვლას და თვალის სისხლით მომარაგებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მონიტორთან მუშაობისას.