როგორ ავარიდოთ თავი ნაწლავების დისფუნქციას

ნაწლავები ადრე საათივით მუშაობდა, უცებ კი თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს. მიზეზები ყველაზე ხშირად არასწორი ცხოვრების წესში იმალება.

1. დიეტები ნაწლავების მოშლილობას იწვევს.

2. ნახევარფაბრიკატები.

3. უჯრედისის ნაკლებობა, რაც ყაბზობასა და დისბაქტერიოზს წარმოშობს.

4. შემწვარი კერძების , მარინადების, სანელებლების ზომაზე მეტად მოხმარება.

5. არარეგულარული კვება. ნაწლავებს მრავალსაათიანი შიმშილი არ უყვარს, ამიტომ ნოყიერ ვახშამს ითხოვს. უმჯობესია, დღეში 5–6–ჯერ პატარა ულუფებით იკვებოთ.

6. ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი.

7. ოყნის და საფაღარათო საშუალებების გამოყენებისას მჟავე–ტუტის ბალანსი ირღვევა, სასარგებლო მიკროფლორა ირეცხება, ნაწლავების კედლების ტრავმირება ხდება.

8. ელემენტარული ჰიგიენის დაუცველობა.

9. სტრესები და მავნე ჩვევები. ალკოჰოლი, თამბაქო.