ალოე

ხრეთ აფრიკაა.
ალოე არის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე შროშანისებრთა ოჯახიდან. მას აქვს გრძელი და შუბივით წამახვილებული, ხორციანი და კიდეკლდიანი ტოტები წითელი, ნარინჯისეფერი ან ყვითელი მილისმაგვარი ყვავილებით შეკრული ყვავილედად ან მტევნებად.
იგი უძველესი დროიდან ცნობილია, როგორც სამკურნალო მცენარე. მას წარმატებით იყენებდნენ ეგვიპტელები, რომაელები, არაბები, ჩინელები, ბერძნები. სილამაზით ცნობილი ეგვიპტის დედოფალი კლეოპატრა სახეზე ისვამდა ალოესგან მომზადებულ მალამოებსა და ნელსაცხებლებს. ალოეს XIX საუკუნეში იყენებდნენ როგორც საფაღარათო საშუალებას. დღესდღეისობით კი მედიცინაში მისი გამოყენების სფერო მეტად მრავალფეროვანია.
თანამედროვე მედიცინაში ალოეს გამოყენება ხდება როგორც წვენის, ასევე პრეპარატების სახით. მას გააჩნია ბაქტერიუციდული და ბაქტერიოსტატიული თვისებები. იგი აქტიურია სხვადასხვა მიკრობების: სტაფილოკოკების, სტრეფტოკოკების, ნაწლავის და დიფტერიის ჩხირების მიმართ. გააჩნია კარგი ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობის შემახორცებელი მოქმედება. ხელს უწყობს ორგანიზმის გაჯანსაღებას.
ალოეს პრეპარატები გამოიყენება სხივური დაზიანების, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების დროს; მას ხშირად ხმარობენ ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების დროსაც. ალოეში შედის ანტრაგლიკოზიდი - ალოინი, რაც განაპირობებს მის საფაღარათო მოქმედებას. ალოეს წვენს თაფლთან და კარაქთან ერთად იყენებენ ტუბერკულოზის, ქრონიკული ბრონქიტის დროს; დიდი გამოყენება აქვს კოსმეტიკურ საშუალებებში. ალოეს წვენის მოსამზადებლად უნდა ავიღოთ მცენარის შუა და ქვედა ნაწილები. ეს უნდა მოხდეს ოქტომბრის ბოლოდან ნოემბრის შუა რიცხვებამდე, რაც შემდეგნაერად კეთდება: უნდა შევაგროვოთ ქვედა და ღეროს შუაში განლაგებული ფოთლები, რომელთა სიგრძე 18 სმ.-ს აღწევს და ასაკით სამი წლისაა. კარგად უნდა გავრეცხოთ ადუღებული ცხელი წყლით; დავჭრათ პატარა 0,2-0,3 სმ. ზომის ნაჭრებად. შევახვიოთ დოლბანდში და გავწუროთ. იგი უნდა იქნეს მიღბული 1ჩ/კ 2-3 ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წთ-ით ადრე. მისი გამოყენება ეფექტურია ბრონქიტის და გასტრიტის დროს. სინუსიტის შემთხვევაში რეკომენდირებულია 5-8 წვეთი დღეში 3-ჯერ 3-5 სთ.-ის ინტერვალით. ალოეს წვენს იყენებენ აგრეთვე დაჩირქებული ჭრილობების და დამწვრობის შემთხვევაში. ალოეს წვენში დასველებულ დოლბანდს ან ბამბის ტამპონს პირდაპირ აწვეთბენ კანის დაზიანებულ ადგილას.
ასევე ალოეს ნიღბები გამოიყენება კანის ნაადრევი დაბერების წინააღმდეგ. ალოეს წვენს ურევენ ღვინოში და მას არაჩვეულებრივი ეფექტურობა გააჩნია თმის ცვენის დროს. თმის ზრდის სტიმულირებისათვის საჭიროა ერთი სადილის კოვზი დაჭრილი ალოეს ფოთლები ვხარშოთ ნახევარ ლიტრ მდუღარე წყალში 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ გავწუროთ და ამ ნახარშში დასველებული ბამბის ტამპონით გავწმინდოთ თავის კანი კვირაში 2-3-ჯერ. ამერიკაში და ევროპაში ალოესაგან დამზადებულ პრეპარატებს თვლიან გამელოტების საწინააღმდეგო საშუალებებად.