მანდარინი

მანდარინი ციტრუსთა ოჯახის წარმომადგენელია. იგი შეიცავს  С ვიტამინის დიდი მარაგი. გარდა ამისა, ეს ნარინჯისფერი ხილი შეიცავს D ვიტამინს, რომელიც რაქიტის საწინააღმდეგო თვისებით გამოირჩევა და К ვიტამინს, რომელიც განაპირობებს სისხლძარღვების ელასტიურობას. რაც შეეხება ნიტრატებს, ისინი მანდარინში არასდროს არ არის, ვინაიდან ეს მავნე ნივთიერება ვერ ”ხარობს” ლიმონმჟავასთან ერთად.

მანდარინი შეიძლება გამოყენებული იქნას სამკურნალო მიზნით:

  1. მანდარინის წვენი დიეტური და სამკურნალო სასმელია.
  2. მაღალი ტემპერატურის დროს მანდარინი კლავს წყურვილის გრძნობას;
  3. მანდარინს იყენებენ ასთმისა და ბრონქიტების სამკურნალოდ.
  4. ბრონქიტებისა და ტრაქეიტების დროს ხველას არბილებს და ხელს უწყობს ამოხველებას.
  5. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს, რომლებიც მიმდინარეობს ფაღარათით;
  6. დიდი რაოდენობით მანდარინის წვენის მიღება ჰელმინთების (ჭიების) წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებაა;
  7. მანდარინის ნაყოფი, როგორც დიეტური პროდუქტი, ზამთრის პერიოდში ორგანიზმს გააჯერებს ვიტამინებით;
  8. მანდარინს აქვს სურავანდის საწინააღმდეგო მოქმედება, მადის აღმძვრელია და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას;
  9. მანდარინში შემავალი ეთერზეთები აუმჯობესებენ გუნებ-განწყობას;
    1. დიაბეტის დროს მანდარინის კანის ნახარში ხელს უწყობს სისხლში შაქრის რაოდენობის დაქვეითებას. ამ მიზნით საჭიროა 3 ცალი ნაყოფის კანი ვადუღოთ 1 ლიტრ წყალში 10 წთ-ის განმავლობაში. ნახარში უნდა შევინახოთ მაცივარში გაუწურავად და მივიღოთ ყოველდღიურად;

მიუხედავად სამკურნალო თვისებებისა, მანდარინს შეუძლია ავნოს ადამიანს. იგი აღიზიანებს თირკმელებს და კუჭ-ნაწლავის ლორწოვანს, ამიტომ არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს, ენტერიტების, კოლიტების, ნაწლავების ანთებითი დაავადებების დროს, ასევე ქოლეცისტიტების, ჰეპატიტებისა და მწვავე ნეფრიტის შემთხვევაში.