კვების რეჟიმი:

კვების სწორ რეჟიმს დიდი მნიშვნელობა აქვს  თქვენი ორგანიზმისათვის. ოპტიმალურ რეჟიმად ითვლება  ოთხჯერადი კვება. ოთხჯერადი კვების დროს, საჭმლის  მომნელებელი ტრაქტი თანაბრადაა დატვირთული და  საკვებიც სრულად გადამუშავდება.

სამწუხაროდ, დღეში ოთხჯერ კვებას ცოტა თუ ახერხებს. ადამიანთა უმეტესობა დღეში 3–ჯერ იკვებება. სამჯერადი კვებისას მნიშვნელოვანია კვებათა შორის პერიოდი არ აღემატებოდეს 6 საათს, სასურველია თანაბარი დროის პერიოდებში კვება. საკვების დღიური მოცულობა ასე უნდა განაწილდეს:

პირველიკვება – 30-35% – საუზმე

მეორეკვება – 35-40% – სადილი

მესამეკვება – 25-30% – ვახშამი

დღეში ორჯერ კვება ჯანმრთელობისათვის საზიანოა.

მნიშვნელოვანია საკვები ყოველიურად ერთი და იგივე დროს მიღება. ეს უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის რიტმულობას. ორგანიზმიიმახსოვრებსკვების დროს და წინასწარემზადებასაჭმლის გადამუშავებისათვის.

კვების რეჟიმის დაუცველობა ნეგატიურად აისახება მთელ ორგანიზმზე, იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევას და შესაბამისად, გვევლინება ჭარბი წონის მიზეზად.