რჩევები შრომის ჰიგიენიდან
1.   თუ თქვენი სამუშაო მოითხოვს მთელი დღის განმავლობაში ფეხზე დგომას, მაშინ თქვენი ხერხემალი ყოველდღიურად დიდი დატვირთვის ქვეშ არის, რის გამოც საღამოს ზურგი დაღლილია და ხშირად გტკივათ კიდეც.

დაზოგეთ ხერხემალი და დაეხმარეთ მას განტვირთვაში.

ა) პერიოდულად დაეყრდენით რამე საგანს ან ფეხით ან ხელით. განსაკუთრებით სასარგებლოა ხერხემლისთვის დავდგათ ერთი ფეხი მაღალ ზედაპირზე, მაგალითად კიბის საფეხურზე ან დაბალ სკამზე.

ბ) ხშირად ეცადეთ მიეყრდნოთ ან დაეყრდნოთ სხვადასხვა ავეჯს, ესეც ეხმარება ხერხემალს განტვირთვაში.

2. თუ თქვენი სამუშაო მოითხოვს ხანგრძლივად ჯდომას, ისწავლეთ სწორად დაჯდომა და ადგომა. ამ შემთხვევაში თქვენ აარიდებთ ხერხემალს ზედმეტ დატვირთვას.

ა) არავითარ შემთხვევაში არ დაეშვათ სკამზე ან სავარძელში მოწყვეტით, რადგანაც მალთაშუა დისკი განიცდის ამ დროს ზედმეტ დაწოლას.

ბ) არ იჯდეთ ხანგრძლივად ერთი და იგივე პოზაში;

გ) აუცილებლად დაეყრდენით სკამის სახელურს ან ასეთის არ არსებობის შემთხვევაში საკუთარ მუხლებს დაჯდომის და ადგომის დროს.

3. თუ თქვენი სამუშაო მოითხოვს ფიზიკურ მუშაობას, უნდა აარიდოთ ხერხემალი ზედმეტ დატვირთვას.

ა) სამეურნეო იარაღებს უნდა ჰქონდეთ გრძელი სახელური, რაც საშუალებას მოგცემთ ხერხემალი გეჭიროთ სწორად და დატვირთვა ამ დროს ნაწილდება თანაბრად.

ბ) ტვირთის აწევის და გადატანის დროს აუცილებლად უნდა ეცადოთ წონა განაწილების თანაბრად ორივე კიდურზე და ხერხემალი იყოს სწორად.