კივი

კივი არამარტო ეგზოტიკური ხილია, არამედ გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით. იგი ეხმარება ადამიანს ჭარბი წონის შემცირებაში და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
მის შემადგენლობაში შედის „C“–ვიტამინის აუცილებელი, ყოველდღიური საჭირო დოზა, ასევე „E“და „B“ ჯგუფის ვიტამინები. მასში უფრო მეტი კაროტინია, ვიდრე სტაფილოში, მდიდარია მინერალებით და მიკროელემენტებით.
კივში შემავალი კალიუმის შემც...
ველობა ეხმარება გულის კუნთს ნორმალურ ფუნქციონირებაში და განაპირობებს არტერიული წნევის შენარჩუნებას ნორმის ფარგლებში. ასევე მნიშვნელოვანია მაგნიუმისა და კალციუმის შემცველობა, რაც საყრდენ–მამოძვებელი აპარატის ნორმალურ ფუნქციონირებას განაპირობებს. იგი ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას, შლის ათეროსკლეროზულ ფოლაქებს სისხლძარღვების კედლებზე, აფერხებს ფიზიოლოგიური დაბერების პროცესებს.
ორი საშუალო ზომის კივის მიღება განაპირობებს კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ნორმალურ ფუნქციონირებას, ასტიმულირებს საკვების მონელების პროცესებს.
სამკურნალო მიზნებისთვის კივი უნდა მიიღოთ 1 სთ–ით ადრე ჭამამდე ან ჭამის დასრულებიდან 2სთ–ის შემდეგ. ჭარბწონიანობის შემთხვევაში დღეში 2-4 კივის მიღება უკვე ერთ თვეში შეამცირებს წონას, მიუხედავად იმისა, შეცვლით თუ არა თქვენს საკვებ რაციონს.