პომიდორი – სასარგებლო ბოსტნეული
პომიდორი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია. ის იდეალურია ორგანიზმში მინერალების ნაკლებობის დროს. პომიდორი შეიცავს კალიუმს, რომელიც სასარგებლოა გულისთვის და ხელს უწყობს ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოდევნას. ასევე, შეიცავს მაგნიუმს, რკინას (აუცილებელია ანემიის პროფილაქტიკისათვის), თუთიას, რომელიც კანის უჯრედების გამრავლებას, ჭრილობების შეხორცებას, თმის ზრდასა და მ...
ის გაჯანსაღებას უწყობს ხელს. მასში შემავალი ფოსფორი კი ნივთიერებათა ცვლის პროცესებს აწესრიგებს.
პომიდორში დიდი რაოდენობითაა ორგანული მჟავა, რომელიც ორგანიზმს ნორმალური ცხოველმყოფელობისთვის სჭირდება. შეიცავს B1, B2, B3, B6, E და C ვიტამინებს. ეს ბოსტნეული ასევე შეიცავს ნივთიერება ლიკოინს – ორგანულ ნაერთს, რომელიც ნაყოფს წითელ შეფერილობას აძლევს, ძლიერი ნატურალური ანტიოქსიდანტია და ხელს უშლის საყლაპავის, კუჭის, ნაწლავების, ფილტვების, სასქესო ორგანოების სიმსივნის განვითარებას.
პომიდორის და/ან მისი წვენის ჭარბად მიღება ასევე, მნიშვნელოვანია გარუჯვის დროს, ვინაიდან მასში შემავალი ანტიოქსიდანტი – ლიკოინი იცავს ორგანიზმს მზის სხივების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან. იგი ასევე ამცირებს სისხლძარღვთა პათოლოგიების რისკს. ლიკოინი ცხიმში ხსნადი ნივთიერებაა, ამიტომ, გირჩევთ პომიდვრის გამოყენებას ზეთთან, ასევე არაჟანთან და ცხიმიან საკვებთან ერთად.
პომიდორი არა მარტო სხეულს, არამედ სულსაც კურნავს. მასში აღმოჩენილია, ეგრეთ წოდებული, „ბედნიერების ჰორმონად“ წოდებული სეროტონინი და თირამინი – ეს ის ორგანული ნივთიერებაა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში სეროტონინად გარდაიქმნება. ამის ხარჯზე, პომიდვრის ჭამის შემდეგ ადამიანს გუნება-განწყობა მკვეთრად უუმჯობესდება, სტრესულ სიტუაციებში კი მისი მირთმევა ისე მოქმედებს, როგორც ანტიდეპრესანტული საშუალება.
პომიდვრის წვენის დალევა კარგია ნივთიერებათა ცვლის და წყალმარილოვანი ცვლის დარღვევის, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლის დროს. ასევე, პომიდვრის წვენი კარგია ორგანიზმში A ვიტამინის ნაკლებობის დროსაც.
პომიდორი მორცხვს ათამამებს. მასში დიდი რაოდენობითაა ჰიდროქსიტრიპტამინი, რომელიც ისევე მოქმედებს, როგორც სეროტოტინი. პომიდორს უწოდებენ „სიყვარულის ვაშლსაც“. სასურველია, მორცხვმა ადამიანმა პომიდორი პაემანზე წასვლის წინაც მიირთვას.